ერაყში გაერო-ს მისიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა დაგმო და პოლიტიკური დაძაბულობის შესამსუბუქებლად დიალოგის წარმართვის ინიციატივით გამოვიდა
ერაყში გაერო-ს მისიამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა დაგმო და პოლიტიკური დაძაბულობის შესამსუბუქებლად დიალოგის წარმართვის ინიციატივით გამოვიდა

ერაყში გაერო-ს მისიამ დაგმო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მუსტაფა ალ-კადიმის მკვლელობის მცდელობა და პოლიტიკური დაძაბულობის შესამსუბუქებლად დიალოგის წარმართვის ინიციატივით გამოვიდა.

აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა „ტვიტერით“ იტყობინება.

„ერაყში გაერო-ს მისია მკაცრად გმობს პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობას. ტერორიზმმა, ძალადობამ, უკანონო ქმედებებმა არ უნდა შეარყიოს ერაყის სტაბილურობა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, აიღონ წილი პასუხისმგებლობა სიტუაციის დეესკალაციისთვის და დაიწყონ დიალოგი ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.