ერაყში ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა
ერაყში ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

ერაყში ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ზიქარის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, იმამ ჰუსეინის სახელობის კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 50-ს შეადგენს.

ხანძარი ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნასირიაში ღამით გაჩნდა. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ბაღდადის ერთ-ერთ კოვიდსაავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.