ერაყში, ერთ-ერთ ავიაბაზაზე მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
ერაყში, ერთ-ერთ ავიაბაზაზე მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ერაყში, ქალაქ ჰავიჯასთან მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. „ბი-ბი-სი“-ს ცნობით, სამარხში სულ მცირე 400 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. როგორც კირკუკის პროვინციის გუბერნატორი ამბობს, ამ ტერიტორიას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებდნენ. ცხედრების უმეტესობას ის ტანსაცმელი ეცვა, რომელსაც ექტრემისტები სიკვდილმისჯილ პირებს აცმევდნენ. ერაყელი სამხედროების თქმით, სამარხი ქალაქის სიახლოვეს მდებარე ავიაბაზაზე მდებარეობს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ არასასურველი პირების ეგზეკუციისთვის იყენებდა.

ერაყელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ არაერთი მასობრივი სამარხი იპოვეს. Associated Press-ma შარშან გამოაქვეყნა 52 ადგილის სია, სადაც სავარაუდოდ, მასობრივი სამარხი მდებარეობს, რომელშიც შესაძლოა, 5000-დან 15000-მდე ცხედარი იყოს დაკრძალული.