ერაყში დააკავეს ISIS-ის წევრები, რომლებიც 12 მაისს საპარლამენტო არჩევნებისას ტერაქტს გეგმავდნენ
ერაყის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქვეყანაში 12 მაისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. შესაბამისი განცხადება ქვეყნის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი ინფორმაციით, დაზვერვის სამსახურმა ტერორისტების დაჯგუფების გამოვლენა და დაკავება შეძლო. დაჯგუფება 34 ადამიანისგან შედგებოდა და ისინი ქალაქ მოსულის დასავლეთით დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელია.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის რამდენიმე რეგიონი 2014 წელს დაიკავეს. 2015 წელს ერაყის მთავრობამ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო.
2017 წლის დეკემბერში კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განცხადა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია.