ერაყში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
ერაყში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ერაყში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, HH-60 Pave Hawk-ის ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა სირიის სასაზღვრო ზონაში, ანბარის პროვინციაში განიცადა.

გავრცელებული ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე 7 ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. არის მსხვერპლიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ჯერჯერობით უცნობია, გაუხსნეს თუ არა ცეცხლი ვერტმფრენს ხმელეთიდან.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო ვერტმფრენი საბრძოლო მისიას არ ასრულებდა.