ერაყში აშშ-ის საელჩო - ირანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, ამერიკელ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად
ერაყში აშშ-ის საელჩო - ირანი და მასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან, ამერიკელ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად

ერაყში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები ქვეყანაში თავს ესხმიან სასტუმროებს, რომელთაც ამერიკელები ხშირად სტუმრობენ.

საელჩოს განცხადებით, მოსალოდნელია შემდგომი თავდასხმები, განსაკუთრებით ამერიკული ნავთობისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

„ირანი და ირანთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ამერიკელ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, იყვნენ ფხიზლად, თავი შეიკავონ და არ მიუახლოვდნენ ადგილებს, რომლებმაც, შესაძლოა, ისინი სამიზნე გახადონ“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.