ერაყში აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან
ერაყში აცხადებენ, რომ ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად მათი სამხედროები არ დაშავებულან

ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ცნობით, ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, ერაყელი სამხედროები არ დაშავებულან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე, ტელეკომპანია „სიენენმაგანაცხადა, რომ ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა.

ირანმა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები 8 იანვარს, ღამით განახორციელა. თეირანში განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად ირანელი გენერლის ლიკვიდაციაზე.

დატოვე კომენტარი