ერაყში 38 ჯიჰადისტი სიკვდილით დასაჯეს
ერაყში 38 ჯიჰადისტი სიკვდილით დასაჯეს

ერაყში, ტერორიზმის ბრალდებით, 38 ჯიჰადისტი ჩამოახრჩვეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ყველა მათგანი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

სიკვდილით დასჯის პროცედურა ქალაქ ნასირიაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელდა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ჯგუფები ერაყს სიკვდილით დასჯის წესის გამო გამუდმებით აკრიტიკებენ.

ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი მასობრივი სიკვდილით დასჯა იყო 25 სექტემბრის შემდეგ. მაშინ ტერორიზმში ბრალდებული 42 სამხედრო ჩამოახრჩვეს.

ნასირიის ციხეში სიკვდილით დასჯა ამ დრომდეც არაერთხელ განხორციელებულა. ჯიჰადისტების ჩამოხრჩობას ამჯერად იუსტიციის მინისტრი თავად ესწრებოდა.

ერაყში გასულ წელს სულ მცირე 88 ადამიანი ჩამოახრჩვეს.