ერაყმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშები მიიტანა
ერაყმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიაიერიშები მიიტანა. აღნიშნულს წინ ერაყის პრემიერ-მინისტრის ჰაიდერ ალ-აბადის განცხადება უძღოდა. როგორც ალ-აბადიმ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, ის თავის ქვეყანას საზღვრისპირა საფრთხისაგან დაიცავდა.
ვიდეომასალაში, რომელსაც ერაყის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, ჩანს ორსართულიან შენობა აფეთქების შემდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, ISIS-ის მებრძოლების მიერ იყო დაკავებული.
ერაყის სამხედრო პრესსპიკერის განცხადებით, ერაყის F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებმა ავიაიერიში სირიაში ბაშარ ალ-ასადთან შეთანხმებით მიიტანეს.