ერაყმა ნავთობის ექსპორტი 1,8 პროცენტით შეამცირა
მიმდინარე წლის თებერვალში ერაყმა ნავთობის ექსპორტის საშუალო დღე-ღამური ოდენობა იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 1,8%-ით, 3,43 მილიონ ბარელამდე შეამცირა. ამის შესახებ ერაყის სახელმწიფო კომპანია State Oil Mrg Organization (SOMO)-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული.
2018 წლის იანვრის შედეგებით, ერაყიდან ნავთობის საშუალო დღე-ღამურმა მიწოდებამ 3,49 მილიონი ბარელი შეადგინა.
სულ თებერვალში ერაყმა ექსპორტზე 95,9 მილიონი ბარელი ნავთობი გაიტანა (შემცირება იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 11,3%-ით). ექსპორტის მთელი მოცულობა განხორციელდა ბასრას საბადოდან.
აღნიშნულ პერიოდში ერაყის შემოსავალმა ნავთობის ექსპორტიდან შეადგინა 5,762 მილიარდი დოლარი. იანვარში კი შემოსავალი 6,772 მილიარდი დოლარი იყო.