ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ასობით რუსი და აზერბაიჯანელი ქალი დააკავეს
ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი ასობით რუსი და აზერბაიჯანელი ქალი დააკავეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი ასობით რუსი და აზერბაიჯანელი ქალი დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი ბურო ერაყის პარლამენტის იეზიდ დეპუტატზე, ვიან დახილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ერაყის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დაკავებულია 512 რუსი და 200 აზერბაიჯანელი, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

2017 წლის ზაფხულში ერაყის ქალაქების მოსულისა და ტალ-აფარის ისლამისტებისგან გათავისუფლების შემდეგ, არაბული მედია იტყობინებოდა, რომ ერაყელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 1500-მდე ქალი დააკავეს