ერაყის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სირიიდან ერაყში გადასული ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ოთხ კვირაში დატოვებენ
ერაყის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სირიიდან ერაყში გადასული ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ოთხ კვირაში დატოვებენ

სირიიდან ერაყში გადასული ამერიკელი სამხედროები ქვეყანას ოთხ კვირაში დატოვებენ, – ამის შესახებ ერაყის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნაჯაჰ ალ-შამარის თქმით, აშშ-ის არმიის სამხედროები ერაყში ტრანზიტულად იმყოფებიან და ოთხი კვირის ვადაში კუვეიტში, ყატარში ან უკან – აშშ-ში გაემგზავრებიან. ერაყის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები უკვე ერაყში იმყოფებიან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თავდაპირველად თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყის დასავლეთში ე.წ. „ისლამური სახლმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციას გააგრძელებდნენ, თუმცა მოგვიანებით სხვა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თავის სამხედროებს შინ დააბრუნებს.