ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ბრალდებულ გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

გამოძიების მიხედვით, დამნაშავე ქალი ექსტრემისტ მებრძოლებს ეხმარებოდა, მონაწილეობდა ტერაქტებში და ასევე სამართალდამცავ უწყებებზე თავდასხმებში.

როგორც ერაყის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, გერმანიის მოქალაქემ დანაშაული აღიარა.

გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბოლო 5 წელიწადში ქვეყნიდან ექსტრემისტები რიგებში გაერთიანების მიზნით ერაყსა და სირიაში 1000 ადამიანი გაემგზავრა. მათგან 300 სამშობლოში დაბრუნდა და 150 კონფლიქტის ზონაში დაიღუპა.