ერაყის სამხრეთ ნაწილში გაზსადენის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე ორი და დაშავდა 51 ადამიანი

14:33, 31.10.2020

ერაყის სამხრეთ ნაწილში გაზსადენის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე ორი და დაშავდა 51 ადამიანი. გარდაცვლილები ბავშვები არიან.

პოლიციის განცხადებით, აფეთქება ქალაქ სამავასთან მოხდა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება მას შემდეგ შეძლეს, რაც მილსადენით გაზის მიწოდება გადაკეტეს.

დაშავებულთა შორის ცხრა მეხანძრეა. უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

მსგავსი