ერაყის ქალაქ ქარბალაში არეულობის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 900-მდე დაშავდა

14:07, 29.10.2019

ერაყის ქალაქ ქარბალაში არეულობის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 900-მდე დაშავდა.

„ფოქს ნიუსისა“ და „რადიო თავისუფლება ევროპის“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა გაუხსნეს. კიდევ 3 ადამიანი ქალაქ ნასირიაში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა.

მასშტაბური საპროტესტო აქციები ერთდროულად ერაყის რამდენიმე ქალაქში უკვე ოთხი დღეა იმართება, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ მაჰდის მთავრობას აკრიტიკებენ და კორუფციაში სდებენ ბრალს. პარალელურად, დედაქალაქ ბაღდადში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

უმუშევრობისა და სახელმწიფო სერვისების სიმწირის წინააღმდეგ ოქტომბრის დასაწყისიდან მოყოლებული აქციებს საერთო ჯამში 250 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი