ერაყის ქალაქ კირკუკთან მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
ერაყის ქალაქ კირკუკთან მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ერაყის ქალაქ კირკუკთან ახლოს მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე, სადაც ამერიკული კონტიგენტი არის განთავსებული, სარაკეტო იერიში მიიტანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბაზის სიახლოვეს აღმოჩენილია ტერიტორია, საიდანაც იერიში განხორციელდა. იქვეა ნაპოვნი კიდევ 11 ჭურვი. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.