ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ბარჰამ სალიჰი აირჩია
ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ბარჰამ სალიჰი აირჩია

ერაყის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ქურთი პოლიტიკოსი, ბარჰამ სალიჰი აირჩია. სალიჰი პარტია „ქურთისტანის პატრიოტული კავშირის“ მიერ იყო წარდგენილი.

ერაყის პარლამენტის წარმომადგენლობითმა პალატამ ქვეყნის რიგით მერვე პრეზიდენტი აირჩია. 1960 წელს დაბადებული ბარჰამ სალიჰი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ერაყის ფედერალური მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერია.

ერაყის ახალ პრეზიდენტს განათლება კარდიფისა და ლივერპულის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.