ერაყის პარლამენტმა ბარჰამ სალიჰი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ინფორმაციას სააგენტო reuters – ი ავრცელებს.
სალიჰს 329 დეპუტატიდან 219- მა მისცა ხმა.
არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას სალიჰმა პირობა დადო, რომ ერაყის უსაფრთხოებასა და ერთიანობას შეინარჩუნებს.
ერაყის კონსტიტუციის მიხედვით, სალიჰმა 15 დღის განმავლობაში პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს. ერთი თვის განმავლობაში კი, ქვეყანაში მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს.