ერაყის პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის არასრული შემადგენლობა დაამტკიცა
ერაყის პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის არასრული შემადგენლობა დაამტკიცა

ერაყის პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტის არასრული შემადგენლობა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მახდიმ კი, პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადო.

პარლამენტმა საერთო ჯამში 14 სამინისტროს ხელმძღვანელი დაამტკიცა, თუმცა ისეთ საკვანძო უწყებებში, როგორიცაა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მინისტრების კანდიდატურაზე შეჯერება ვერ შეძლეს.

ამ დროისთვის, კვლავ ვაკანტურია რვა სამინისტრო. საკანონმდებლო ორგანოს მინისტრების დასამტკიცებლად ვადა 2 ნოემბრამდე აქვს.

ერაყში საპარლამენტო არჩევნები მაისში გაიმართა, რაც ისლამური სახელმწიფოსგან გათავისუფლების შემდეგ პირველი შემთხვევა იყო.