ერაყის მთავრობა სახელმწიფო კონტროლს გარეთ მყოფ სამხედრო დაჯგუფებებს განიარაღებისთვის 2027 წლის 30 ივნისამდე აძლევს ვადას
ერაყის მთავრობა სახელმწიფო კონტროლს გარეთ მყოფ სამხედრო დაჯგუფებებს განიარაღებისთვის 2027 წლის 30 ივნისამდე აძლევს ვადას.
ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ალი ალ-ზაიდიმ განაცხადა, რომ მისი მთავრობა სახელმწიფო კონტროლის მიღმა არსებული შეიარაღების საკითხს შეთანხმებული ვადების მქონე „სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მოაგვარებს.
მისივე განმარტებით, მთავრობა ასევე უზრუნველყოფს იმ კონსტიტუციური პრინციპის დაცვას, რომლის თანახმადაც, ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კონსტიტუციურ ხელისუფლებას ექვემდებარება და კრძალავს სამხედრო ქმედებებს მათი უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ.
ალი ალ-ზაიდიმ დასძინა, რომ მთავრობა იმუშავებს ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა არაერაყული შეიარაღებული დაჯგუფების სრულად განიარაღებაზე.
„ჩვენ ვულოცავთ ერაყელ ხალხს ამ დიდებულ დღეს — 2026 წლის პირველ ოქტომბერს — და იმ მნიშვნელოვან ეროვნულ მიღწევას, რაც ერაყში საერთაშორისო კოალიციის მისიის დასრულებას გულისხმობს“, – განაცხადა ერაყის მთავრობის ხელმძღვანელმა.