ერაყის მოსახლეობა 45,4 მილიონამდე გაიზარდა - ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა ეროვნული აღწერა
ერაყის მოსახლეობა 45,4 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა ეროვნული აღწერა.
აღწერის ჩატარებამდე ცნობილი იყო, რომ ქვეყნის მოსახლეობა 43 მილიონს შეადგენდა.
ბოლო აღწერა ერაყში 1997 წელს ჩატარდა და ის არ მოიცავდა ერაყის ქურთისტანის რეგიონს, რომელიც 1991 წლის შემდეგ ქურთების ადმინისტრაციის ქვეშ იყო.