ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყატარი მილიარდი დოლარის ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს
ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყატარი მილიარდი დოლარის ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს

ერაყის ინფრასტრუქტურის აღსადგენად ყატარი მილიარდი დოლარის ინვესტირების მზადყოფნას გამოთქვამს. დოჰაში, ყატარის ემირის, ტამიმ ბენ ჰამად ალ ტანიმ, ერაყის პრეზიდენტთა, ბარჰამ სალეჰთან გამართა შეხვედრა.

ერაყის პრეზიდენტი ყატარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ ჩავიდა. ერაყისა და ყატარის მეთაურებმა ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობა განიხილეს ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

მხარეები ორი ქვეყნის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის დაწყებაზე შეთანხმდნენ. მეზობელი სახელმწიფოების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრენის მიერ ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისა და სატრანსპორტო ბლოკადის გამო, ყატარი კავშირების გაძლიერებას სხვა ქვეყნებთან ცდილობს.