ერაყის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 44 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 44 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ერთ-ერთ კოვიდსაავადმყოფოში სავარაუდოდ ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა 67-ს აღემატება. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნასირიაში მოხდა. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მაშველები საავადმყოფოში დარჩენილების ძებნას განაგრძობენ, თუმცა კვამლი ოპერაციას აფერხებს.

პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქადიმიმ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და და ნასირიაში ადგილობრივი ჯანდაცვის და სამოქალაქო თავდაცვის სფეროს ხელმძღვანელების დაკავების განკარგულება გასცა. ასევე გაცემულია საავადმყოფოს ხელმძღვანელის დაკავების ბრძანება.

აპრილში ბაღდადის საავადმყოფოში ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 82 ადამიანი ემსხვერპლა.