ერაყის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, რეგიონში განვითარებული მოვლენებით გამოწვეული შედეგების გამო ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეჩერდა

20:42, 18.03.2026

ერაყის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ირანიდან ერაყში გაზის იმპორტი შეჩერდა ირანის გაზის ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ.

„რეგიონში განვითარებული მოვლენებით გამოწვეული შედეგების გამო ირანული გაზის მიწოდება ერაყში მთლიანად შეწყდა“, – განუცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, აჰმედ მუსამ ერაყის საინფორმაციო სააგენტოს.

ცნობისთვის, ერაყი თავისი გაზისა და ელექტროენერგიის საჭიროებების მესამედზე მეტს ირანიდან იმპორტის სახით იღებს.

მსგავსი