ერაყის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ერაყის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

​ერაყის დედაქალაქში აფეთქება მოხდა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ერაყის უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა თაირანის მოედანზე ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არავის აუღია.

დატოვე კომენტარი