ერაყის დედაქალაქში ორ აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაიჭრა

11:08, 15.01.2018

ალჯაზირას“ ინფორმაციით, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაღდადის ცენტრში, ავიაციის მოედანზე აამოქმედა. აფეთქებების დროს მოედანზე მუშები იყვნენ შეკრებილი.

ერაყის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, რადგან რამდენიმე დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი