ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში ტერაქტს სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია ცხრა პირი. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ერთ-ერთ რესტორანთან დანაღმული ავტომობილის აფეთქებით განხორციელდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.