ერაყი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანთან საზღვარს კეტავს
ერაყი კორონავირუსის საფრთხის გამო ირანთან საზღვარს კეტავს

ირანში არსებული კორონავირუსის საფრთხის გამო, ერაყი ირანთან საზღვარს კეტავს, – ამის შესახებ ერაყის მაისანის ხელისუფლებაში განაცხადეს. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან.

ირანში კორონავრუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა . ამ ეტაპზე ქვეყანაში ვირუსით სამი ადამიანია დაინფიცირებული.