ერაყ-სირიის საზღვარზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხუთი ლიდერი დააკავეს
ერაყ-სირიის საზღვარზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხუთი ლიდერი დააკავეს

ერაყ-სირიის საზღვარზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხუთი ლიდერი დააკავეს.

ერაყის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერაყის სპეცსამსახურებმა დაეშის მეთაურები იმ დროს აიყვანეს, როდესაც ერაყიდან სირიის ტერიტორიაზე აპირებდნენ გადასვლას.  სპეცოპერაცია აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოსთან კოორდინაციაში ჩატარდა.

დაკავებული ჯიჰადისტები სადამ ალ-ჯამელი, მოჰამედ ალ-ქადეერი, ისმაილ ალ-ეიტავი, ომარ ალ-კარბოული და ესამ ალ-ზაბვაი ძებნილი ტერორისტების სიის სათავეში იყვნენ.

ერაყელი სამხედროების გასაწვრთნელად ერაყში 5 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფება.