ერაყ-სირიის სასაზღვრო პუნქტზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმისას ორი სამართალდამცველი დაიღუპა
ერაყ-სირიის სასაზღვრო პუნქტზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების თავდასხმისას ორი სამართალდამცველი დაიღუპა

ერაყ-სირიის სასაზღვრო პუნქტზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ტერორისტული ელემენტები“ სასაზღვრო პოლიციის მეოთხე ბრიგადას დაესხნენ თავს, ორი პოლიციელი მოკლეს, ორმა კი, სხეულის დაზიანება მიიღო.

თავდასხმამდე, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ჯიჰადისტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებში რადიკალი ისლამისტების ორი გამოქვაბული და სამი ე.წ. მძინარე უჯრედი გაანადგურეს. ასევე აღმოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობები. ეს ერაყის უსაფრთხოების ძალების პირველი სამხედრო ოპერაციაა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა ერაყში ოპერაციების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.