„ერალაშის" სამხატვრო ხემძღვანელი - თბილისში არ შეგვიშვეს, საქართველოს შს მინისტრი შეუვალი იყო
„ერალაშის" სამხატვრო ხემძღვანელი - თბილისში არ შეგვიშვეს, საქართველოს შს მინისტრი შეუვალი იყო

„ერალაშის” სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თბილისში არ შეუშვეს, მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

ბორის გრაჩევსკის თქმით, მასთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა არც რეჟისორ ალექსანდრ შეინსა და პროდიუსერ ვლადიმირ პეროჟკას მისცეს, რადგან სამივე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო ნამყოფი.

„საქართველოში რუსეთის საელჩო არ არის, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორები შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ საქართველოს შინაგან საქმეთა მონისტრი შეუვალი იყო“, – განაცხადა გრაჩევსკიმ.

სამივე პირი, რომელიც თბილისში არ შეუშვეს, რუსული კინოს ფესტივალზე დასწრებას აპირებდა.

„თავაზიანად გაგვისტუმრეს, ჩაგვსვეს თვითმფრინავში. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ჩვენ ისე ვემზადებოდით. დავკარგეთ დრო. ბარგიც არ გვაქვს. დაიწყებენ ძებნას. მთელი ამბავია” – ამბობს გრაჩევსკი.