ერ-რიადში აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
ერ-რიადში აშშ-ისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა მიმდინარეობს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ეს არის სირიისა და აშშ-ის ლიდერებს შორის 2000 წლის შემდეგ პირველი შეხვედრაა.

მედიის ცნობით, დონალდ ტრამპისა და აჰმედ ალ-შარაას შეხვედრას ონლაინ ფორმატში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიფ ერდოღანი და საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ესწრებიან.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანსა და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმნენ სირიაში. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასაად ალ-შიბანის შეფასებით, სირიისთვის სანქციების მოხსნა ქვეყნის რეკონსტრუქციის გზაზე ახალი ეტაპის დასაწყისია.