ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა იერიში, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა

09:17, 03.03.2026

ერ-რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოზე ირანმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას ადასტურებენ საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროშიც.

მათი განცხადებით, თავდასხმის შედეგად შენობის ნაწილი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა, რადგან საელჩოზე თავდასხმა არასამუშაო საათებში განხორციელდა.

საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის გაავრცელა შეტყობინება, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილების დატოვებისგან, სადაც იმყოფებიან.

მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი თქმით, მალე გაიგებენ, რა იქნება მისი საპასუხო ზომები ამ შემთხვევის გამო.

მსგავსი