ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთში კინოთეატრები იხსნება
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთში კინოთეატრები იხსნება

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ჩინეთში კინოთეატრები იხსნება. ჩინეთის ფილმის ადმინისტრაციის განცხადებით, კინოთეატრების გახსნა დაბალი რისკის რეგიონებში უსაფრთხოა.

„ბიბისი“ წერს, რომ რადგან ჩინეთის თითქმის ყველა რეგიონი დაბალი რისკის ზონად არის გამოცხადებული, კინოთეატრები მთელი ჩინეთის მასშტაბით გაიხსნება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, კინოთეატრებს დარბაზის მხოლოდ 30 პროცენტის შევსების უფლება ექნებათ. ამასთანავე, აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება და აიკრძალება კინოთეატრში საკვებისა და სასმელების გაყიდვა.