ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენის რეჟიმში წინააღმდეგ მისცა ხმა
ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენის რეჟიმში წინააღმდეგ მისცა ხმა

ექვსმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენის რეჟიმში წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრების შედეგად ირკვევა, რომ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს – არმაზ ახვლედიანმა, ლევან ბეჟაშვილმა, ანა ნაცვლიშვილმა, ალესანდრე რაქვიაშვილმა, შალვა შავგულიძემ და იაგო ხვიჩიამ.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურის გადადება მოითხოვა ლევან ბეჟაშვილმა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ქვეყანას კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის რეკომენდაცია მისცა და უმჯობესი იქნებოდა, თუ კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიის პოზიციის დაფიქსირებამდე, ცვლილებების მიღება არ მოხდებოდა. მსგავსი პოზიცია დააფიქსირეს ანა ნაცვლიშვილმა და თაკო ჩარკვიანმაც.

მმართველმა გუნდმა ოპოზიციის საპასუხოდ განმარტა, რომ ვარჰეის ოფისთან იქნება კომუნიკაცია, ასევე მოხდება იმის გარკვევა, ვენეციის კომისიას როდის ექნება საკუთარი პოზიცია უკრაინულ მოდელზე, რომლის იდენტურია საქართველოში მომზადებული ცვლილებები.

უმრავლესობამ კანონპროექტზე კენჭისყრა არ გადადო და კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ექვსი დეპუტატი წავიდა.