ექვსი წლის განმავლობაში სემეკ-მა მოქალაქეებს 16 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

11:50, 10.09.2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, 2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სემეკ-ის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა.

ირინა მილორავას განცხადებით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა, კერძოდ: ამოქმედდა „მომსახურების ხარისხის წესები” სამივე სექტორისთვის, დაინერგა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა; დაიწყო „მისტიური მომხმარებლის“ პროექტი; შემუშავდა ინტერაქტიული პორტალი მომხმარებლებისათვის; მოქალაქეებისათვის მომსახურების გამარტივების მიზნით განხორციელდა პროექტები სხვადასხვა უწყებასთან ერთად; დამტკიცდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესი.

მსგავსი