ექვსი თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

12:35, 18.09.2025

ექვსი თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ვაზიანის სასროლეთზე ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებას დაესწრნენ თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით, წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ექვსი თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.

„სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო.

43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი