ექვსი თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს
სიმონეთში, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის სასროლეთზე ათეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ექვსი თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.
„სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის აღმოჩენა და ოპერაციის რაიონში შეყოვნება იყო. წვრთნის განმავლობაში მათ გამოიყენეს რელიეფის თავისებურებები და, მანევრირების, ცეცხლის გახსნისა და დაბრკოლებების შექმნით, დასახულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.