ექვს ქალაქს 175 ერთეული ავტობუსი ოქტომბრის თვიდან ეტაპობრივად გადაეცემა
ექვს ქალაქს 175 ერთეული ავტობუსი ოქტომბრის თვიდან ეტაპობრივად გადაეცემა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ექვსი ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის გასაცნობად მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები.

მათივე ინფორმაციით, გარდა ავტობუსების შესყიდვისა, პროგრამა ითვალისწინებს ქალაქების ახალი სამარშრუტო გეგმისა და სატარიფო სისტემის შედგენას. პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.