ექსპერტიზამ კანადელი მილიარდერი ცოლ-ქმრის გარდაცვალებას მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა
ექსპერტიზამ კანადელი მილიარდერი ცოლ-ქმრის გარდაცვალებას მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა

15 დეკემბერს ტორონტოში მოკლული მილიარდერი წყვილის ბარი და ჰანი შერმანების საქმეში გამოძიებამ ახალ დეტალებს მიაკვლია, რის საფუძველზეც დგინდება, რომ წყვილი მოკლეს.

პოლიცია კანადელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის საქმეს ექვს კვირას იძიებდა.

ცოლ-ქმრის გვამები პოლიციამ მათს სახლში 15 დეკემბერს, დილით საცურაო აუზთან იპოვა. პირველი ვერსიით, მათ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, თუმცა გამოძიებამ საქმეში ახალ დეტალებს მიაკვლია.

ბარი შერმანი გიგანტი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამაარსებელი იყო. იგი კანადაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ბიზნესგამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება სამ მილიარდს აღემატება.