ექსკურსია საქართველოს პირველ არხზე

№203 სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლის მოსწავლეები, საქართველოს პირველი არხის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ჟურნალისტების სამუშაო გარემო დაათვალიერეს.

ტელევიზიაში სტუმრებს ის სტუდიებიც აჩვენეს, საიდანაც თოქ-შოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის. მოსწავლეები ტელევიზიაში სტუმრობის შემდეგ ამბობენ, რომ მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ტელევიზიის შიდა სამუშაო პროცესის ნახვა. ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ მომავალში თავისი საქმიანობა სწორედ ტელევიზიას დაუკავშიროს.

საქართველოს პირველი არხისთვის მსგავსი ვიზიტები პირველი არ არის. ტელევიზიას ხშირად სტუმრობენ დაწყებითი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, ასევე სტუდენტები და მედიის მუშაობით დაინტერესებული სტუმრები.