ექსკურსია საქართველოს პირველ არხზე

18:05, 07.04.2023

პირველ არხს ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ისინი საბავშვო მუსიკალური პროექტის – „რანინას“ ჩაწერას დაესწრნენ, ასევე დაათვალიერეს საეთერო და ის სტუდიები, საიდანაც თოქშოუები და საინფორმაციო გადაცემები გადის.

მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ტექნოლოგიური სიახლეებით და ჟურნალისტების სამუშაო გარემოთი.

პირველი არხი პერმანენტულად მასპინძლობს ექსკურსიებს, რომლებიც მოსწავლეებს აცნობს მედიის მუშაობის სპეციფიკას, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება.

მსგავსი