ექსკლუზივი | „ვირტუსის“ მწვრთნელი ლუკა ბანკი - თორნიკე შენგელია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია [ვიდეო] #1TVSPORT

ევროლიგაზე „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ პირველმა არხმა ბოლონიაში „ვირტუსის“ მთავარ მწვრთნელთან, ლუკა ბანკისთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. მწვრთნელმა ილაპარაკა როგორც თორნიკე შენგელიაზე, ასევე სანაკრებო თემაზე. მოგეხსენებათ, ლუკა ბანკი ლატვიის ნაკრებს უდგას სათავეში. ეს გუნდი კი ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა.

– თოკო ნიჭიერი კალათბურთელია და მისი გამოცდილება გუნდისთვის ძალიან სასარგერბლოა. ამავე დროს ის ძლიერი პიროვნებაა.

სეზონის დასაწყისიდან დაამტკიცა თავისი როლი და მნიშვნელობა ამ გუნდში, რაც ბოლონიას დაეხმარა ასულიყო ისეთ სიმაღლეზე, რომელსაც ყველა ელოდა. შენგელია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

– ასეთივე მნიშვნელოვანი ფიგურაა საქართველოს ნაკრებში, რომელიც ამ ზაფხულს ოლიმპიადის საკვალიფიკაციოს ლატვიაში ითამაშებს.

– ამ თემაზე საუბარი ჩემთვის სარისკოა, რადგან, მოგეხსენებათ, ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე საქართველო ჩვენი ოპონენტია. რიგაში ძალიან საინტერესო თამაშები იქნება.