ექსკლუზივი | რომან დოლიძე - ქართველებს შერეულ ორთაბრძოლებში დიდი მომავალი გვაქვს, რადგან ზურგს ჭიდაობის კარგი საფუძველი გვიმაგრებს
„ქართველებს მყარი საფუძველი გვაქვს საიმისოდ, რომ შერეულ ორთაბრძოლებში წარმატებით გამოვიდეთ. მე ჭიდაობიდან არ ვარ წამოსული, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, რომ ისტორიულად ჭიდაობაში მდიდარი ტრადიციები გვაქვს. დროის ფაქტორია და დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი მებრძოლი გამოჩნდება MMA-ში,“ – თქვა UFC-ის მებრძოლმა რომან დოლიძემ პირველ არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. მან ჩვენთან საუბრისას კარიერის პირველი ორთაბრძოლაც გაიხსენა და სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.