ექსკლუზივი | ლაშა ტალახაძე - მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია #1TVSPORT
ექსკლუზივი | ლაშა ტალახაძე - მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია #1TVSPORT

მოსკოვში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელიც ტრიუმფით დახურა ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ. მან ატაცში, აკვრასა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ატაცსა (222 კგ) და ორჭიდში (485) კი თავისივე მსოფლიო რეკორდები გააუმჯობესა.

გამარჯვების შემდეგ ტალახაძის კომენტარი ასეთი იყო:

„დიდ მადლობას ვუხდი ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. მიხარია, საქართველოს ჰიმნი მოსკოვში რომ ავაჟღერეთ, წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია. კიდევ დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“