ექსკლუზივი გოგა ბითაძესთან - „ენბიეი“ მართლაც რეალურია, მაგრამ ამისთვის შრომაა საჭირო
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების და მონტენეგროული ბოდუჩნოსტის ცენტრი გოგა ბითაძე ევროლიგაზე ბასკონიას დაუპირისპირდება.შეხვედრა ესპანეთში გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. ტრავმის მოშუშების შემდეგ ქართველი სუპერტალანტი ფორმაში შედის. „ბუდუჩნოსტი“ „ადრიატიკის ლიგის“ 21-ე ტურში ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს, „მეგა ბიმაქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით – 77:70 დაამარცხა.
ბითაძე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. მის ანგარიშზე 22 ქულა, რვა მოხსნა, სამი დაფარება და ერთი ჩაჭრა იყო.
პირველი არხი გოგას დაუკავშირდა და ბასკონიამდე მატჩის წინ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
„ძალიან მიხარია, რომ მოედანს დავუბრუნდი და თამაში განვაახლე. ტრავმა ჯერ ბოლომდე მოშუშებული არაა და ფორმაში ეტაპობრივად შევალ. თამაშის საშუალება უკვე მომეცა, თუმცა ჩემი მთავარი სარუნავი ჯანმრთელობაა და დიდი იმედი მაქვს, რომ იძლებითი პაუა ხელს აღარ შემიშლის. დღეს ბასკონიასთან საინტერესო თამაში გველოდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ტაქტიკურ მონახაზებზე ვიმუშაოთ, და კარგი კალათბურთი ვითამაშოთ. ბუდუჩნოსტისთვის ბევრად უფრო პრიორიტეტული აბა ლიგაა, სადაც მაქსიმალური მიზნის მიღწევისთის უნდა ვიბრძოლოთ. ბასკონიასთან დაპირისირებაც მნიშნელოვანია და ვეცდებით თავი გამოვიჩინოთ. გუნდი პარკეტზე ყოველთვის მოსაგებად უნდა გადიოდეს.
არაერთხელ მსმენია ჩემს შესახებ გავრცელებული პროგნოზები და შეფასებებიც. სასიამოვნოა რომ ევროპის წლის საუკეთესო ახალგაზრდის პრიზის მოპოვებას მიწინასწარმეტყველებენ. ბუნებრივია მიხარია, თუმცა მთვარი ეს არ არის. მე აქცენტს გუნდურ წარმატებებზე ვაკეთებ და ბოლომდე ვიხარჯები.
NBA? ეს მართლაც ყველას ოცნებაა. მათ შორის, ჩემიც! ამერიკაში მოხვედრა ნამდილად რეალურია, ამისთვის კი ჩემი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებ. განვითრებაზე ვფიქრობ და საკუთარ თავზე ვმუშაობ. ჯერ ბუდუჩნოსტის წევრი ვარ და ორიენტირებული გუნდთნ ერთად მოსაპოვებელ გამარჯვებებზე ვარ“.