ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა
ექიმმა ზურაბ ფაღავამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა

ექიმმა ზურაბ ფაღავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა.

როგორც ფაღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. ფაღავას თქმით, მან ოქტომბერში კორონავირუსი გადაიტანა.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე კონსილიუმი. ყოველ შემთხვევაში, შევაჩერე ჩემი აქტივობა. შაბათს მივწერე ამის შესახებ პენიტენციური სისტემის დეპარტამენტის უფროსს, რომელიც კურირებდა ამას და ავუხსენი მიზეზები. ოქტომბერში გადავიტანე კორონავირუსი. მეგონა, სრულად გამოვჯანმრთელდი. დიახ, გამოვჯანმრთელდი, გადამდები აღარ ვარ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ არის ბოლომდე რეაბილიტირებული“, – განაცხადა ექიმმა ზურაბ ფაღავამ.