ექიმის ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან გათავისუფლებული რამდენიმე მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალიდან გათავისუფლებული რამდენიმე მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასწრაფოს ექიმმა განუცხადა.
როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, ვეღარ უკავშირდებიან ბანკის შენობაში მყოფ მძევლად აყვანილ ახლობლებს, რადგან მათ ტელეფონები გამორთული აქვთ.
ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, მათთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბოროტმოქმედი ითხოვს უსაფრთხოებას, დიდი ოდენობით თანხას და ვერტმფრენს.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.