ექიმის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – აღნიშნულის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნეიროქირურგმა ივანე ავაზაშვილმა განაცხადა.

„შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შემავალი გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-კეფის არეში. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა ივანე ავაზაშვილმა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ, ღამით მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.