ექიმის ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ექიმის ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ფირცხალაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში ორი მამაკაცი შეიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

მეორე პაციენტს კი, როგორც ექიმი ამბობს, მსუბუქი სახის დაზიანებები აღენიშნება.

„ორი მამაკაცია შემოყვანილი. ერთს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობები. ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში. ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. ცივი იარაღით არის თუ არა, ვერ გეტყვით. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ჭრილობა აქვს მუცლის არეში, ქვედა კიდურზე და ზურგის არეში. კანქვეშა ჰემატომა აქვს, რომელიც ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეორე პაციენტის დაზიანება მსუბუქია და ცოტა ხანში დატოვებს სტაციონარს“,- განაცხადა ექიმმა.

ყიფშიძის ქუჩაზე ორი მამაკაცი დღეს დაჭრეს.